თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. დასკვნითი კონცერტი უწყვეტი აპლოდისმენტებით და ბისზე შესრულებული შოპენის მაზურკით წარიმართა, სადაც მსმენელის წინაშე წარსდგა გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე და თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, არიელ ცუკერმანის დირიჟორობით.
კვირეულის ფარგლებში მუსიკალური საღამოები, საუბრები მუსიკაზე, მასტერკლასები და პროგრამა "მუსიკა პლიუს" მიმდიანრეობდა. თელავში საერთაშორისო ფესტივალი 19-26 სექტემბერს საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.