დღეს სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა.
დილიდან ხალხმრავლობაა დაღუპულ გმირთა მემორიალთან. აფხაზეთის ომში დაღუპულებს მათი ოჯახის წევრები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსები იხსენებენ.
ადგილზე უკვე იყოფოდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
"დღეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი თარიღი. თარიღი, რომელიც დაკავშირებულია უდიდეს თავგანწირვასთან, ბრძოლასთან, სისხლთან, ტკივილთან, ცრემლთან. მოვედით და პატივი მივაგეთ მემორიალთან იმ გმირებს, რომლებმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში კიდევ ერთხელ შეუნარჩუნეს ქვეყანას ნამუსი, სინდისი და მთელ სამყაროს ამცნეს ის, რომ ჩვენ, ქართველები ღირსნი ვართ არა მარტო ჩვენს სამშობლოში ბეჭგამართულად ყოფნისა, არამედ უნარი გვაქვს მისთვის ბრძოლის და თავგანწირვის," - განაცხადა გენერალ-მაიორმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ.