27 სექტემბერი 2026,   14:10
ვრცლად
ისინი არიან ომის პარტია, არიან დესტრუქციის ძალა, რომელიც მოწადინებულია, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყოს მოწყვლადი - ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ოპოზიციონერი ლიდერები "აგენტურულ ქსელსა" და "უსამშობლოთა გაერთიანებას" წარმოადგენენ. მისი განცხადებით, მათ სამშობლოს განცდა არ აქვთ და მხოლოდ პასპორტით არიან ქართველები.

"სააკაშვილი, ბარამიძე და ძმანი და დანი მათნი, ეს აგენტურული ქსელი, სწორედ ამიტომ არიან აგენტები. სწორედ ასეთი განცხადებების გამო შეარქვა სრულიად სამართლიანად მათ ჩვენმა საზოგადოებამ "უსამშობლოთა გაერთიანება." ისინი უბრალოდ, მხოლოდ და მხოლოდ საბუთით არიან და პასპორტით ქართველები და სამშობლო არ გააჩნიათ და არ იციან. იმიტომ, რომ როცა სამშობლო იცი, როცა ის ტკივილი იცი და როცა რეალურად განიცდი სამშობლოს, მსგავს განცხადებებს არ გააკეთებ.

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არ არის მათ განცხადებები. ეს არის, სამწუხაროდ, ის დავალებული განცხადებები, რომელ განცხადებებსაც ისინი აჟღერებენ. განსაკუთრებით, ასეთი მძიმე არტილერია ამ აგენტურაში, როგორიც არის გვარამია, როგორიც არის სააკაშვილი, როგორიც არის ბარამიძე და ასე შემდეგ.

არ უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობაზე, როდესაც ერთი პატარა ნაბიჯი გადაიდგმება ურთიერთობის დათბობისკენ - ეს ეკონომიკური კუთხით იქნება თუ სხვა, ჰუმანიტარული დახმარების კუთხით, მაშინვე მყისიერად გამოენთებიან.

ადამიანები, რომლებიც აქ ოცნებობდნენ 2008 წელს... სად იყვნენ 2008 წელს?! როდესაც ვნახეთ, რა გააკეთეს, როგორ მოიქცნენ. პირდაპირი ქვეყნის ღალატი ჩაიდინეს და შემდეგ, უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ და იმ სისხლისმღვრელი ომის შემდეგ, 2022 წლის მოვლენები მაქვს მხედველობაში დღემდე, ვნახეთ დაწყობილი, რუსთაველის გამზირზე და არა მხოლოდ, ისინიც, მათი პატრონებიც ღიად, და როგორ თურმე სირცხვილით იწვოდნენ, რომ საქართველოში მშვიდობა იყო. როგორ გაბედა და როგორ ბედავს და როგორ წარმოგვიდგენია საერთოდ, როდესაც უკრაინაში ასეთი სისხლისღვრაა, ცეცხლი ანთია და ომია, ნუ, ჩვენ ესე პოლიტიკას ვატარებთ. აი, ეს არის მათი რეალური სახე.

ისინი არიან ომის პარტია, ისინი არიან დესტრუქციის ძალა და ისინი არიან ძალა, რომელიც მოწადინებულია, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყოს მოწყვლადი, რათა მოწყვლადი ქვეყანა შემდეგ ყოველთვის ბევრად უფრო ადვილი სამართავია," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ.

დღის ამბები