28 სექტემბერი 2026,   22:14
ვრცლად
"ლელოს", გახარიას პოლიტიკურ ძალასა და "ნაცმოძრაობას" ამოცანაც ერთი აქვს და გეგმაც - გია ვოლსკი

"კოლექტიურ "ნაცმოძრაობაში" არის მცდელობა, რომ დივერსიფიცირება მოხდეს ძალების და, მათი აზრით, ფუნქციას უნდა ასრულებდეს "ლელო", რომელიც უნდა უპირისპირდებოდეს ყველას და გახარიას პოლიტიკური ძალა, რომელიც სიტყვიერად უპირისპირდება "ნაცმოძრაობას", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკი აღნიშნავს, რეალურად, ოპოზიციას ამოცანაც და გეგმაც ერთი აქვს.

"ზოგადი განცხადებები, ერთმანეთის დაგესვლა, შეტევები არაფერს არ განაპირობებს.

კოლექტიურ "ნაცმოძრაობაში" არის მცდელობა, რომ დივერსიფიცირება მოხდეს ძალების და, მათი აზრით, ფუნქციას უნდა ასრულებდეს "ლელო", რომელიც უნდა უპირისპირდებოდეს ყველას და გახარიას პოლიტიკური ძალა, რომელიც სიტყვიერად უპირისპირდება "ნაცმოძრაობას", მაგრამ მათთან ერთად კოალიციური საქმიანობა ჩვენ თვალწინ ვითარდება.

ამოცანაც ერთი აქვთ, გეგმაც ერთი აქვთ. სამომავლოდ კიდევ რას მოიფიქრებენ არ ვიცი, მაგრამ ამ სცენარის მნიშვნელოვანი რესურსი უკვე გახარჯულია, ისევე როგორც უშველებელი ფინანსური რესურსები", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები