01 ოქტომბერი 2026,   12:42
ვრცლად
ავიაკომპანია Flydubai პილოტებთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ ისრაელში ფრენებს აჩერებს

ავიაკომპანია Flydubai-მ ისრაელის მიმართულებით და ისრაელიდან ყველა რეისის დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა. შეზღუდვა ინციდენტის გამოძიების დასრულებამდე იმოქმედებს, რომლის დროსაც თვითმფრინავის მეორე პილოტი სავარაუდოდ ლაინერის განზრახ ჩამოგდებას ცდილობდა. ინფორმაციას times of israel-ი ავრცელებს.

"ეს დროებითი შეჩერება კომპეტენტურ ორგანოებს საშუალებას მისცემს გააგრძელონ მუშაობა და დაადგინონ ინციდენტის ყველა გარემოებები. ჩვენ სრულად ვართ მზად, მხარი დავუჭიროთ მიმდინარე გამოძიებას და შევინარჩუნოთ უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები ჩვენს ქსელში", - განაცხადა flydubai-ს წარმომადგენელმა.

კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, შეჩერების გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის მიღების შესაბამისად გადაიხედება.

"ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მთავრობის შესაბამის ორგანოებთან, მარეგულირებელ უწყებებთან და აეროპორტის საქმიანობაში ჩართულ შესაბამის მხარეებთან. დამატებითი ინფორმაციის მიღების შესაბამისად, გადავხედავთ შეჩერების გადაწყვეტილებას", - დასძინა კომპანიის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, Fly Dubai-ის თვითმფრინავი პილოტებს შორის მომხდარი ჩხუბის გამო საუდის არაბეთში ავარიულად დაეშვა. ინციდენტის დროს, ერთ-ერთმა პილოტმა მეორეს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.

დღის ამბები