რუმინეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა ვერ დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, დეპუტატების ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოიპოვა. მინისტრთა კაბინეტის დასამტკიცებლად 233 ხმა იყო საჭირო, თუმცა ზიგფრიდ მურეშანს მხარი მხოლოდ 182-მა კანონმდებელმა დაუჭირა.
მედია წერს, რომ ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყნის პრეზიდენტს უფლება აქვს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს ან პოსტზე ალტერნატიული კანდიდატი წარადგინოს.
მედიის ცნობით, მთავრობის ფორმირების პროცესს ოპოზიციონერი სოციალ-დემოკრატები ბლოკავენ.