01 ოქტომბერი 2026,   22:04
ვრცლად
"მზია ამაღლობელიც ამათი მსხვერპლია. ამათი დატრენინგებული, მხარდაჭერილი, დაფინანსებული აქტივისტი, რომელმაც პოლიციას ხელი გაარტყა. პოლიციელის სახეში გარტყმის გამო აჯილდოებენ პოლონეთში?" - ირაკლი ზარქუა

მზია ამაღლობელისთვის პოლონეთის მიერ ლეხ ვალესას სახელობის ჯილდოს გადაცემას მმართველ გუნდში ეხმაურებიან. მათი შეფასებით, ფაქტი სამართალდამცველებზე თავდასხმისა და რადიკალიზმის მორიგი წახალისებაა.

პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, მსგავსი ქმედებები ორმაგი სტანდარტების გამოხატულებაა, ვინაიდან ევროპის ქვეყნებში პოლიციელზე ხელის დარტყმა მკაცრად ისჯება. 

"მზია ამაღლობელიც ამათი მსხვერპლია. ამათი დატრენინგებული, მხარდაჭერილი, დაფინანსებული აქტივისტი, რომელმაც პოლიციას ხელი გაარტყა. პოლიციელის სახეში გარტყმის გამო აჯილდოებენ პოლონეთში. წახალისებაა ეს ძალადობის, მეტი რა არის, რომ უთხრან, რომ აი, კი, შენ კი დაგიჭირეს, კი ციხეში ხარ, მაგრამ აი ჩვენ გაღიარებთ, მხარს გიჭერთ. პოლონელებს მინდა მივმართო, მათ მთავრობას, თქვენს ქვეყანაში ახლა რომ არის, აქციები რომ მიმდინარეობს, აი პოლიციელს რომ გაარტყას ხელი თქვენმა რომელიმე ენჯეო აქტივისტმა, ოპოზიციიდან, თქვენ დააჯილდოებთ მას? ეტყვით, რომ რა კარგი ადამიანი ხარ? არა, დაიჭერთ, ციხეს მიუსჯით, ისევე როგორც გერმანიაში და საფრანგეთში მოხდა ეს. მაგრამ აქ, საქართველოში თურმე მოსულა. აქ ეს დაბალი ღობეა, აქ შეგიძლია პარლამენტზე შტურმით გაილაშქრო, აქ შეგიძლია მოლოტოვის კოქტეილი ესროლო და პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობა გქონდეს", - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელს პოლონეთმა ლეხ ვალესას სახელობის ჯილდო გადასცა. გადაწყვეტილება რადისლავ სიკორსკიმ ვარშავაში გამართულ ღონისძიებაზე, გამოაცხადა. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ პოლიციელზე ძალადობისთვის დაკავებული ამაღლობელი სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძვის, რის გამოც ის მხარდაჭერას საჭიროებს. 

დღის ამბები