03 ოქტომბერი 2026,   21:02
ვრცლად
ხმის მიცემა დასრულებულია - საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში, ამომრჩეველმა საკრებულოების მაჟორიტარი წევრები აირჩია

საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში, წარმომადგენლობითი ორგანოს შუალედურ არჩევნებზე, ხმის მიცემა დასრულდა. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. 

დღეს ახმეტაში, დმანისში, წალკასა და ვანში საკრებულოს შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით გაიმართა. ამომრჩეველმა აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების ოთხი მაჟორიტარი წევრი აირჩია.

უბნები გახსნილი იყო ახმეტაში - სოფელ კასრისწყალში, დმანისში - სოფელ ველისპირსა და სოფელ განახლებას შორის, წალკაში, სოფლებში - იმერაში, ბარეთში, საბეჭისსა და ლივადში, ვანში - სოფელ ფერეთაში.

დილიდან, ოთხივე საარჩევნო ოლქში, ჯამში, შვიდი უბანი იყო გახსნილი, მათ შორის, ოთხი - წალკაში. წალკის სამ და ვანის ერთ საარჩევნო უბანზე, კენჭისყრა ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით მიმდინარეობდა, ხოლო დანარჩენ უბნებზე - ტრადიციული მეთოდით.

საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისა და კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღის ბოლო ბრიფინგი ერთ საათში, 21:00 საათზეა ჩანიშნული. 

 

 

დღის ამბები