07 ოქტომბერი 2026,   16:27
ვრცლად
დღეს გვექნება ორმხრივი შეხვედრები ევროპული ქვეყნების უმაღლესი რანგის წარმომადგენლებთან, ასევე დელეგაციის ხელმძღვანელებთან ცენტრალური აზიიდან, შუა ოკეანეთიდან - მარიამ ლაშხი ტანზანიაში ვიზიტზე

ტანზანიაში საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა გრძელდება - ქალაქ არუშაში მყოფი საქართველოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ღონისძიების ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს. შალვა პაპუაშვილი უკვე შეხვდა მალაიზიის წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელს.

დღეს, პარლამენტის სპიკერი აზიის სხვა სახელმწიფოების, ასევე ევროპის, აფრიკის, ლათინური ამერიკისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდება.

მთავარი თემა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა და გეოგრაფიულად შორს მყოფ ქვეყნებთან კავშირების გაძლიერებაა. სუვერენული სახელმწიფოების გლობალურ ფორუმში 150 ქვეყნის 2 ათასზე მეტი დელეგატი მონაწილეობს.

"გვექნება დღეს ორმხრივი შეხვედრები, როგორც ევროპულ ქვეყნების უმაღლესი რანგის წარმომადგენლებთან, ასევე დელეგაციის ხელმძღვანელებთან ცენტრალური აზიიდან, შუა ოკეანეთიდან და ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო გააჟღერებს მის ხმას, როგორც სუვერენიტეტის მხარდასაჭერად, ასევე მნიშვნელოვანი იქნება კონკრეტულად ამ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების კუთხით დეტალებზე საუბარი და ჩვენ გვექნება ასევე შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა პანელურ დისკუსიებში", - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა.

დღის ამბები