გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ რეზოლუცია კონსენსუსით მიიღო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დოკუმენტი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ წარადგინა, მკაცრად გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის უკანონო ანექსიისკენ მიმართულ ქმედებებს.
რეზოლუცია ხაზს უსვამს ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკური ქართველების უფლებების დარღვევას და მოითხოვს საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების დაუყოვნებლივ დაშვებას.