საფრანგეთში მოსწავლეების და სტუდენტების პროტესტი გრძელდება. პარიზში, ბასტილიის მოედანზე, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა. აქციის მონაწილეებმა ბარიკადები აღმართეს, სამართალდამცველებმა კი მათ დასაშლელად ცრემლსადენი აირი და ხელკეტები გამოიყენეს.
ახალგაზრდები უკვე რამდენიმე კვირაა სკოლებში არსებულ მძიმე პირობებს, პედაგოგების დეფიციტსა და ინფრასტრუქტურის გაუმართაობას აპროტესტებენ. მიმდინარე აქციების პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით დაკავებულია 6 600-ზე მეტი ადამიანი. მათი დიდი ნაწილი არასრულწლოვანია. დაშავებულია 1 000-ზე მეტი პირი.
პარალელურად, სტუდენტების მასშტაბური საპროტესტო აქციებიც მიმდინარეობს ბელგიაში საყოველთაო გაფიცვის ფონზე. ახალგაზრდები განათლების საფასურის გაძვირებას აპროტესტებენ. ქალაქ ლიეჟში პროტესტი ვანდალიზმსა და პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. ახალგაზრდებმა დააზიანეს და ცეცხლი წაუკიდეს ქალაქის ინფრასტრუქტურას.
აქციების ფონზე, ქალაქში სამ პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ხელისუფლებამ ბიზნესებს ობიექტების დახურვისკენ, მოსახლეობას კი, ცენტრში გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.