09 ოქტომბერი 2026,   18:32
ვრცლად
აშშ-ის ისტორიაში პირველად, პენტაგონი, ყოფილი სამხედრო ფსიქიატრის ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯას პირდაპირ ეთერში აჩვენებს

აშშ-ის ისტორიაში პირველად, პენტაგონი მსჯავრდებულის სიკვდილით დასჯას პირდაპირ ეთერში აჩვენებს.
3 დეკემბერს დახვრეტენ ყოფილ სამხედრო ფსიქიატრს, ნიდალ ჰასანს, რომელმაც 2009 წელს ტეხასში, "ფორტ-ჰუდის" ბაზაზე 13 ადამიანი მოკლა.

ჯერჯერობით უცნობია, სად მოხდება ტრანსლირება, რადგან წამყვან სოციალურ ქსელებს სიკვდილის კადრების პირდაპირ ეთერში ჩვენება აკრძალული აქვთ.

"დახვრეტა სწორი გადაწყვეტილებაა. არმიის მაიორმა საკუთარ ქვეყანას უღალატა. რადიკალმა ისლამისტმა "ფორტ-ჰუდის" ბაზაზე ამერიკელები დახოცა. რა თქმა უნდა, განაჩენი "ფორტ-ჰუდში" უნდა აღსრულდეს, თანაც ხუთშაბათს. ზუსტად დღის პირველ საათზე, სწორედ მაშინ, როცა მან ეს დანაშაული ჩაიდინა. მას ჯარისკაცებისგან შემდგარი რაზმი დახვრეტს - ზუსტად ისე, როგორც იმსახურებს. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ პროცესი საჯარო იყოს და ხალხმა ამის ყურება შეძლოს. საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ მსგავს ქმედებებს უმძიმესი შედეგები მოჰყვება", - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ომის დეპარტამენტის მდივანი, პიტ ჰეგსეთი.

ცნობისთვის, აშშ-ში საჯარო სიკვდილით დასჯა უკანასკნელად 1936 წელს შედგა.

დღის ამბები