NGO და პოლიტიკა - საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი კითხვა და განსხვავებული პასუხები ერთ სივრცეში. "რუსთავი 2"-ზე დღეს დებატების დღეა.
გადაცემის სტუმრები იქნებიან - პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი; პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი; პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბაკურ კვაშილავა; პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) დირექტორი ვახუშტი მენაბდე.
"დებატები" რეზი ჭიჭინაძესთან ერთად "რუსთავი 2"-ის ეთერში დღეს 22:00 საათზე დაიწყება.