"ვარდისფერი ოქტომბრის" საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის ტექნოპარკი მასშტაბურ საინფორმაციო და მხარდამჭერ შეხვედრას მასპინძლობს. ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლებასა და პრევენციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს მმართველი პარტიის ქალმა დეპუტატებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მედიკოსებმა და რეგიონში მცხოვრებმა ქალებმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, სახელმწიფოს შესაბამისი პროგრამები აქვს, რომლებიც ქალთა ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება.
"ოქტომბერი ქალთა ჯანმრთელობის თვედ გვაქვს გამოცხადებული. „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს სხვადასხვა აქტივობას. განსაკუთრებული აქცენტი არის ვარდისფერი ოქტომბერი, ვგულისხმობ ძუძუს კიბოს პრევენციასა და ცნობიერების ამაღლების კამპანიას. სახელმწიფოს აქვს საუკეთესო პროგრამები იმისთვის, რომ ქალები იყვნენ მაქსიმალურად დაცული ამ მძიმე დაავადებისგან", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.