თბილისში "ფუდ-გენი 2026" მიმდინარეობს. ორი დღის განმავლობაში ორბელიანის მოედანი ქართული კულინარიული ტრადიციების, მრავალფეროვანი გემოებისა და რეგიონული იდენტობის შეხვედრის ადგილად იქცევა.
სტუმრებს, ფესტივალზე ქართული გულსართიანი ცომეულის მრავალფეროვანი არჩევანი დახვდათ. ფესტივალის პირველ დღეს, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ქართული ცომეულის მომზადების ტრადიციებს გასცნობოდნენ.
ორბელიანის მოედანზე, საქართველოს პირველი ლედი იმყოფებოდა. თამარ ბაგრატიონი ფესტივალის ფარგლებში გამართულ მასტერკლასებს დაესწრო.