06 ნოემბერი 2026,   09:15
ვრცლად
იუსტიციის მინისტრის მოადგილე საჯარო მმართველობის ინოვაციების გაერო-ს სამიტში მონაწილეობს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე საჯარო მმართველობის ინოვაციების გაერო-ს სამიტში მონაწილეობს. ლანა მორგოშიამ ღონისძიების ფარგლებში გამართული დისკუსიის მონაწილეებს საქართველოში საჯარო ინსტიტუტების მოდერნიზაციის მიმართულებით გატარებული რეფორმები გააცნო. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და სამართლის უზენაესობის დაცვის მნიშვნელობაზე. ღონისძიება ბაქოში ტარდება და მასში 100-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაციები მონაწილეობენ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ლანა მორგოშია აღნიშნავს, რომ ლიდერებმა მუდმივად უნდა გადახედონ დამკვიდრებულ პრაქტიკას მოუსმინონ მოქალაქეთა საჭიროებებს და შეიმუშაონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ახალ გამოწვევებს უპასუხებს.

"ტრანსფორმაციის წარმატება არ უნდა იზომებოდეს იმით, თუ რამდენ რეფორმას განვახორციელებთ ან რამდენად განვითარებული გახდება ჩვენი ტექნოლოგიები, მთავარი საზომი უნდა იყოს ის რეალურად აუმჯობესებს თუ არა ეს ცვლილებები ადამიანების ცხოვრებას, მომავლის პერსპექტივიდან გამომდინარე მტკიცედ გვჯერა, რომ მთავრობებმა ხელი უნდა შეუწყონ უწყვეტი სწავლის თანამშრომლობისა და პასუხისმგებლიანი ინოვაციების კულტურის დამკვიდრებას, ლიდერებმა მუდმივად უნდა გადახედონ დამკვიდრებულ პრაქტიკას მოუსმინონ მოქალაქეთა საჭიროებებს და შეიმუშაონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ახალ გამოწვევებს უპასუხებს. მწამს რომ სწორედ ამ მიდგომებითაა შესაძლებელი მდგრადი საზოგადოებრივი ღირებულებების და უფრო ინკლუზიური საზოგადოებების ჩამოყალიბება", - აცხადებს ლანა მორგოშია.

დღის ამბები