მეტროსადგურ "უნივერსიტეტში", ერთ-ერთი მატარებლის ტექნიკური პრობლემის გამო, ძლიერი დაკვამლიანება იყო.
როგორც "რუსთავი 2-ს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მატარებელი მგზავრებისგან დაიცალა, ხაზიდან მოიხსნა და მოქალაქეებს სათადარიგო შემადგენლობა ემსახურება.
კომპანიის ცნობით, ამ წუთებში, შეფერხება არ ფიქსირდება.