14 ნოემბერი 2026,   01:28
ვრცლად
ნიუ-ორლეანის პორტში ტანკერი საკრუიზო გემს შეეჯახა

მდინარე მისისიპიზე, ნიუ-ორლეანის პორტში, ტანკერი Atlantic Asphalt-ი საკრუიზო გემ American Heritage-ს შეეჯახა, რომელზეც 130-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

მედიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე პორტის პოლიციის, ნიუ ორლეანის სახანძრო სამსახურისა და პოლიციის, სანაპირო დაცვისა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები მუშაობენ.

შემთხვევის გამო, მდინარის ერთი მონაკვეთი ყველა გემისთვის დახურა.

ინციდენტის მიზეზი და დაშავებული ადამიანების რაოდენობა ჯერ დაზუსტებული არ არის.

საკრუიზო გემი კომპანია American Cruise Lines-ს ეკუთვნის.

 

დღის ამბები