13 ნოემბერი 2026,   23:50
ვრცლად
მიხეილ ყაველაშვილმა ანტალიაში ვიზიტი დაასრულა

მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი ანტალიაში დასრულდა. დღეს საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა. მიხეილ ყაველაშვილმა და ანტონიო გუტიერეშმა გლობალური უსაფრთხოების გარემო და საქართველოსა და გაეროს შორის არსებული თანამშრომლობა განიხილეს.

პრეზიდენტმა დელეგაციის წევრებთან ერთად, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP31) ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარმოდგენილი ექსპოზიცია დაათვალიერა. პავილიონში წარმოდგენილია საქართველოს მიღწევები კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიმართულებით, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.

დღის ამბები