16 ნოემბერი 2026,   20:14
ვრცლად
"დაიცავი მთის კურორტების" დამფუძნებელი: მთის ტრასების სააგენტო წელს სიახლეებს აანონსებს. გუდაურში გამალებული სამშენებლო პროცესია, ექსკავატორები პრაქტიკულად 24 საათი მუშაობენ, ძალიან სერიოზულად მიდის ინფრასტრუქტურის განახლება. ამას სჭირდება თანხები

"არაერთხელ მიხსენებია, რომ საქართველო და მთის კურორტები არის ძალიან იაფი", - აცხადებს აცხადებს "დაიცავი მთის კურორტების" დამფუძნებელი გეგა სალუქვაძე.

მისი თქმით, მსოფლიო ჩემპიონატსა და მსოფლიო თასების ეტაპებს, რომლებიც გუდაურში ჩატარდა, ძალიან თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოყვა.

"დოპელმაიერის" საბაგიროები მუშაობს, რომელსაც სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ბევრ შვეიცარიულ კურორტზე ვერ ნახავთ. ჩვენთან მუშაობს მაღალი კლასის ტექნიკა, რომელსაც სჭირდება ძალიან სერიოზული ექსპლუატაცია. აქედან გამომდინარე ძალიან ძვირი ჯდება და უცხოელი ტურისტისთვის ეს ძალიან იაფია", - ამბობს გეგა სალუქვაძე.

"დაიცავი მთის კურორტების" დამფუძნებლის განცხადებით, აუცილებელი იყო ისეთი მოდელის დანერგვა, რომელიც ქართველ დამსვენებლებს ფინანსურ შეღავათებს მისცემდა.

"საქართველოში დღიური ბილეთი საბაგიროზე საშუალოდ 25 დოლარი ღირდა, რაც ტურისტისთვის, რომელიც მოგზაურობს, ძალიან ცოტაა. ვითხოვდით, რომ ფასი ყოფილიყო დიფერენცირებული - უცხოელებისთვის მოემატებინათ და საქართველოს მოქალაქეებისთვის მიეცათ შეღავათები", - აცხადებს "დაიცავი მთის კურორტების" დამფუძნებელი.

მისივე თქმით, გუდაურში ინფრასტრუქტურის მშენებლობა კვლავაც გრძელდება, რასაც თავის მხრივ სერიოზული ფინანსები სჭირდება.

"მთის ტრასების სააგენტო წელს სიახლეებს აანონსებს. გუდაურში ძალიან გამალებული სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს, ექსკავატორები პრაქტიკულად 24 საათი მუშაობენ, ძალიან სერიოზულად მიდის ინფრასტრუქტურის განახლება. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება თანხები", - აცხადებს გეგა სალუქვაძე.

დღის ამბები