5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა გრძელდება.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს მოუწოდა, ჩამოყალიბდნენ, აქვთ თუ არა მათ მიერ წაყენებულ ბრალდებებზე პასუხები.
"თუ მაგალითად "ახალი", " კოლაიცია ცვლილებებისთვის" ბატონი გვარამია, სულ რამდენიმე დღის წინ ითხოვდა, რომ გადაწყვეტილების ერთ-ერთი კომპონენტი, ანუ როდის უნდა შევიდეს ძალაში, ეს წინასწარ გაჟღერებულიყო და წინასწარ მიეღო ამასთან დაკავშირებით პლენუმს გადაწყვეტილება, ახლა ბატონი ზაზა ბიბილაშვილი ითხოვს, რომ რა სტანდარტები უნდა იყოს გამოყენებული და შესაბამისად, კონკრეტული ფაქტები როგორ უნდა შეაფასოს პლენუმმა, ამაზე წინასწარ იმსჯელოს და წინასწარ დაადგინოს პლენუმმა თავისივე განჩინებითო.
ნახეთ, მოდი ჩამოყალიბდით. ამ სარჩელს აქვს მტკიცებულებები თუ არ აქვს? ჩამოყალიბდით გაქვთ თუ არა ჩვენს მიერ წარმოდგენილ ბრალდებებზე, რომელიც არაერთია სისტემურ და სისტემატურ დანაშაულთან დაკავშირებით, პასუხები გაქვთ თუ არა? და დაანებეთ თავი იმ დაბრუნებას, რაზეც ვიყავით 12 დღის წინ. მე-14 დღე არის. 13 დღის წინ საუბრობდით, რომ არ ვიცით ვინ რას გვედავებაო და დღეს გამოდიხართ ახლა, როდესაც მოსამართლეებმა პასუხები თითქმის დაასრულეს ყველა მხარესთან და ისევ ამბობთ, რომ არ ვიცით ვის რას გვედავებიანო.
არ შეიძლება უბრალოდ ასე. ძალიან გთხოვთ ბატონო მოსამართლე, რომ უზრუნველყოთ, მათ შორის ისიც, რომ არ იქნეს გამოყენებული მაღალი ტრიბუნა პლენუმის წინაშე პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისათვის და მათ შორის, იმ ეტაპზე დასაბრუნებლად, რომელიც უკვე გაიარა ერთმა კონკრეტულმა პარტიამ", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.