20 ნოემბერი 2026,   11:30
ვრცლად
სომხეთში საჯარო შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის ჯარიმა მკაცრდება

სომხეთში საჯარო შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის ჯარიმა მკაცრდება. მთავრობამ პარლამენტს კანონპროექტი უკვე წარუდგინა. ცვლილებების მიხედვით, დამრღვევებს, ადამიანის ღირსებისა და პატივის შემლახველი შეურაცხმყოფელი განცხადებისთვის, მინიმალური კომპენსაცია 1 მილიონი დრამი, ცილისწამებისთვის კი 2 მილიონი დრამი დაეკისრებათ, რაც ლარში დაახლოებით 7 000-დან 14 000 ლარამდეა.

კანონპროექტი შეეხება შემთხვევებს, როდესაც პირის მიმართ საჯაროდ გავრცელდება შეურაცხმყოფელი განცხადება ან ცრუ ინფორმაცია, რომელიც მის რეპუტაციას დააზიანებს.

მედიაორგანიზაციები ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს. მათი შეფასებით, ცვლილებამ შესაძლოა მედიასაშუალებებს ფინანსური ზიანი მიაყენოს და კრიტიკული მასალების გამოქვეყნების შემზღუდავ მექანიზმად იქცეს.

სომხეთის იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლილებების მიზანი მოქალაქეთა პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის დაცვის უზრუნველყოფაა.

დღის ამბები