20 ნოემბერი 2026,   13:01
ვრცლად
ირაკლი ჭეიშვილი ევროკავშირის ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებაზე: მსგავსი დამოკიდებულება დამამცირებელია და ამ პროცესით აპირებენ შანტაჟის ენის შენარჩუნებას

ევროკავშირში წევრობა ხმის უფლების გარეშე - ბრიუსელი გაფართოების წესებს ცვლის და მომავალ წევრებს ათწლიან გამოსაცდელ ვადას უწესებს. სრულუფლებიანი წევრობის ნაცვლად, კანდიდატ ქვეყნებს შესაძლოა ათწლიანი შეზღუდვების პირობებში მოუწიოთ ევროკავშირში ყოფნა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ეს პერიოდი 15 წლამდე გახანგრძლივდება.

"ევრონიუსის" ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩები ირლანდიის ინიციატივით შემუშავებულ ახალ მექანიზმზე უკვე შეთანხმდნენ. ბრიუსელის მთავარი ამოცანა გაფართოების პროცესისგან პოლიტიკური რისკების დაზღვევაა - ევროკავშირს არ სურს საკუთარ რიგებში განსხვავებული პოზიციების მქონე ქვეყანა მიიღოს. ახალი წესების მიხედვით, თუ ახალი წევრი ქვეყნის ქმედებებს ევროკომისია კანონის დარღვევად შეაფასებს, მას შესაძლოა კვალიფიციური უმრავლესობის გადაწყვეტილებით ხმის უფლება შეუჩერდეს. პირველი ქვეყანა, რომელზეც ეს ახალი მექანიზმი უნდა გამოიცადონ, მონტენეგროა.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჭეიშვილის განმარტებით, ევროკავშირის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება დამამცირებელია.

"რა დამოკიდებულებასაც ვხედავთ ევროკავშირის ახალი წევრების მხრიდან ეს არის რეპრესიული და დამამცირებელი. რაც შეეხება ზოგადად გაწევრიანებას, ყველა ვხედავთ, რომ ესეც კითხვითი ნიშნის ქვეშ არის და რაღაც გარკვეულ ვადებს აწესებენ, თითქოს 10-15 წელი სჭირდებათ და იმ შემთხვევაშიც გაწევრიანდებიან, თუ მაგალითად ის ქვეყნები კარგად მოიქცევიან. ამ პროცესით აპირებენ შანტაჟის ენის შენარჩუნებას", - აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.

დღის ამბები