20 ნოემბერი 2026,   11:52
ვრცლად
"3 წლის გოგონა იმყოფება პედიატრიულ განყოფილებაში" - როგორია დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

ინგოროყვას კლინიკაში რჩება ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის თაია და 11 წლის ბავშვი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დედასთან ერთად გადაიყვანა.

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, ორივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათი მდგომარეობა სტაბილურია, ამ ეტაპზე მათი კლინიკიდან გაწერა არ იგეგმება.

"კლინიკაში იმყოფება ორი პაციენტი. ერთი გახლავთ 11 წლის ბიჭი, რომელიც რეანიმაციის დეპარტამენტში გადის მკურნალობას. 3 წლისა და 9 თვის გოგონა იმყოფება პედიატრიულ განყოფილებაში.

დილის მონაცემებით, მათი მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელი გახლავთ, თუმცა მიმდინარეობს დინამიკური კვლევები - როგორც ინსტრუმენტული ასევე ლაბორატორიული. ერთადერთი, რაც დღეს ჩაერთვება ამ პაციენტების მართვაში გახლავთ ფსიქოლოგიური დახმარება.

რაც შეეხება გაწერის მომენტს, ამ ეტაპზე, ამაზე საუბარი ნაადრევი გახლავთ. როდესაც გვექნება ყველა პარამეტრი, რომელიც საშუალებს მოგვცემს, რომ მშვიდად და წყნარად გავწეროთ ეს პაციენტები სახლში, ბუნებრივია ისინი გაიწერებიან კლინიკიდან", - განაცხადა კახაბერ ჭელიძემ.

 

დღის ამბები