20 ნოემბერი 2026,   16:06
ვრცლად
პოლონეთის ხელისუფლება უკრაინის საზღვართან საჰაერო სივრცის შესაძლო დარღვევას იძიებს - ჩამოვარდნილი ობიექტის აფეთქების შემდეგ, ადგილზე ცეცხლი გაჩნდა

პოლონეთის ხელისუფლება უკრაინის საზღვართან საჰაერო სივრცის შესაძლო დარღვევას იძიებს. ინციდენტი ღამით, უკრაინაზე რუსეთის საჰაერო იერიშის ფონზე მოხდა, რა დროსაც პოლონეთის ორ სასაზღვრო რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

ბილგორაის ოლქში, სოფელ ნოვი ლიპოვეცთან, მინდორში ჩამოვარდნილი ობიექტის აფეთქების შემდეგ ადგილზე ცეცხლი გაჩნდა. ტერიტორიაზე ახლა მეხანძრე-მაშველები და პოლიცია მუშაობენ. ჯერჯერობით უცნობია, ჩამოვარდნილი ობიექტი რაკეტაა თუ დრონი.

ღამის განმავლობაში საჰაერო სივრცეს პოლონეთისა და მოკავშირეთა სამხედრო ავიაცია აკონტროლებდა. უსაფრთხოების ზომების გამო, დროებით შეჩერდა ჟეშუვის აეროპორტის მუშაობა, სადისპეტჩერო კოშკურიდან კი თანამშრომლების ევაკუაციაც განხორციელდა.

დღის ამბები