24 ნოემბერი 2026,   11:55
ვრცლად
მარიზი კობახიძე პატიმრებზე, რომლებმაც ბრალდება აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს: "ეს არ იყო კაცური საქციელი"

ბულინგი და კრიტიკა მათ მიმართ, ვინც ძალადობრივი აქციების დროს ჩადენილი დანაშაული აღიარა და შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართა - შეწყალებულ და უკვე გათავისუფლებულ პირებზე ზეწოლა და თავდასხმები გრძელდება, მათ შორის, სოციალურ ქსელებში.

ერთ-ერთი პატიმრის მამა საკუთარ შვილზე წერს, რომ ორი წელია მიდის ბრძოლა, ბოლომდე მიიყვანონ სასჯელი მათ, ვინც ჯგუფური დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს. 

გიორგობის დღესასწაულზე შეწყალებულ 232 პირს შორის 8 ძალადობრივი აქციების დროს დაკავებული პირია. მათ დანაშაული მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.

მათ შორის იყო ნიკოლოზ ჯავახიშვილიც, რომელმაც საპატიმროს დატოვების შემდეგ, მედიასთან სიმართლის დამალვა სცადა და განაცხადა, რომ პრეზიდენტისთვის არ მიუმართავს.

მმართველ გუნდში ადამიანებზე არსებულ წნეხზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ასეთი მეთოდებით ბრძოლა არანაირ ადამიანურ სტანდარტში არ ჯდება.

თორნიკე გოშაძის დედა, მარიზი კობახიძე აცხადებს, რომ შეწყალების მოთხოვნა და ციხის დატოვება სხვა პატიმრების წინაშე კაცური საქციელი არ იყო.

"თურმე ასე არ ყოფილა ხედავთ? ერთ ბრძოლაში ვართ და ზურგს უკან მაინც ხდება რაღაცები. ამიტომ აღნიშნა ზურამ ეს, თორემ რაც უნდა, ის უქნიათ. 11 დღისთვის? ან 2 თვე იყოს. უბრალოდ, ეს არ იყო კაცური საქციელი პატიმრების წინაშე, თორემ მე ისედაც და ასედაც ვიამაყებ ბიჭებით", - აცხადებს მარიზი კობახიძე.

 

დღის ამბები