უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციას გამოძიებაში ჩარევაში, საგამოძიებო რეესტრიდან ჩანაწერების წაშლასა და საქმის დახურვის მოთხოვნაში ადანაშაულებს.
fox news-თან ინტერვიუში რუსლან კრავჩენკომ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ოფისი პროკურატურისგან ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის წინააღმდეგ წარმოებული საქმის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვდა.
მისივე თქმით, სექტემბერში თანამდებობის დატოვება მას პირადად ზელენსკიმ აიძულა. თავის მხრივ, ანტიკორუფციული ორგანოები კრავჩენკოს ყოფილი უწყების მაღალჩინოსნებს თაღლითური ქოლცენტრების მფარველობასა და ფულის გათეთრებაში სდებენ ბრალს, რასაც ექსპროკურორი უარყოფს.
ზელენსკის ადმინისტრაციაში ახალ ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებენ.