მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. საგზაო სამუშაოების გარდა, აღნიშნულ დასახლებაში ეწყობა წყალარინების ქსელიც.
ამ ეტაპზე, რაიონის გამგეობა წყალარინების ქსელის მონტაჟს ოთხ ქუჩაზე - კალოუბნის, მუხის, ერთობისა და გომბორის ქუჩებზე ასრულებს. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარამდე დაიხარჯება.