საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ევროპის კინოსა და აუდიოვიზუალურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობას აღრმავებს. ამ მიზნით, საქართველოს კინოცენტრის სტრატეგიული განვითარების დირექტორმა სტრასბურგში სამუშაო შეხვედრები გამართა.
მხარეებმა საქართველოსა და ევროპულ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ქართული კინოინდუსტრიის საერთაშორისო სივრცეში წარმოჩენისა და სამომავლო პარტნიორობის განვითარების საკითხები განიხილეს.