08 ოქტომბერი 2024,   08:36
ვრცლად
ესპანეთში ისლამისტურ დაჯგუფებასთან კავშირში ეჭვმიტანილი 7 პირი დააკავეს

ესპანეთის პოლიციამ ისლამისტურ დაჯგუფებასთან კავშირში ეჭვმიტანილი 7 პირი დააკავა. სპეცოპერაცია ალიკანტესა და ვალენსიის რეგიონებში ჩატარდა.

ეჭვმიტანილები ერაყსა და სირიაში ტერორისტულ დაჯგუფებებს ფულით, კომპიუტერული ტექნიკით, ასაფეთქებელი ნივთიერებებით და იარაღით ამარაგებდნენ.

დაკავებულები ეროვნებით სირიელები, იორდანიელი და მაროკოელები არიან, თუმცა უმრავლესობას ესპანეთის მოქალაქეობა აქვს.

სპეცოპერაცია ორწლიანი გამოძიების შედეგად განხორციელდა. გასულ წელს ესპანეთში ისლამისტურ დაჯგუფებასთან კავშირში ეჭვმიტანილი 102 ადამიანი დააკავეს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები