07 ოქტომბერი 2024,   14:32
ვრცლად
ვაშინგტონი ქართველ ხალხს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულებას ულოცავს

საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულებას ქართველ ხალხს ულოცავს ვაშინგტონი. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრეს მდივნის, ნედ პრაისის სახელით გავრცელებულ განცხადებაში, ნათქვამია, რომ ორივე არჩევნები კონკურენტული და კარგად ორგანიზებული იყო. ის პატივს სცემდა კანდიდატებისა და ამომრჩევლების უფლებებს.

თუმცა, გამოთქმულია შეშფოთება ძალადობისა და დაშინების იზოლირებული შემთხვევების გამო.

თეთრი სახლი საქართველოს ხელისუფლებას "სამართლის უზენაესობის შესაბამისად", დაბალანსებული გამოძიებისკენ მოუწოდებს.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ არჩევნებმა დაადასტურა, რომ საქართველო დემოკრატიის კუთხით, რეგიონში ლიდერია. აღნიშნულია ეუთოს არჩევნების სადამკვირვებლო მისიის შეფასებაც, რომ "პოლიტიკურმა ლიდერებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, რათა არჩევნების პერიოდში, ქართველ ამომრჩეველს თავისუფლად გაეკეთებინა არჩევანი."

ვაშინგტონი პოლიტიკურ პარტიებს საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკური წინსვლისთვის თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები