07 ოქტომბერი 2024,   14:25
ვრცლად
"უნდა მოხდეს დაკვირვება, რას იზამს "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობით" - კორი უელტი

არის რისკი, რომ განმეორდეს ძალაუფლების კონსოლიდირება ერთი მმართველი პარტიის ხელში - ეს განცხადება, კონგრესის კვლევითი სამსახურის წარმომადგენელმა კორი უელტიმ გააკეთა.  

მან საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები შეაფასა და ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხელში ძალაუფლების მოქცევის რისკებზე ისაუბრა.

ქართულ-ამერიკული პარტნიორობის განხილვის დროს აქცენტი საერთო ღირებულებების დაცვაზეც გაკეთდა.

კორი უელტმა, რომელიც ერთ-ერთ მომხსენებლად იყო მიწვეული, თქვა, რომ წინა ხელისუფლების დროს ძალიან ძლიერი იყო პარტნიორობა უსაფრთხოების სფეროში, თუმცა გარკვეული დაძაბულობა საერთო ღირებულებებთან დაკავშირებით გაჩნდა.

“არჩევნები და მეორე ტური საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ შეფასდა უმეტესად დემოკრატიულად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამის მიუხედავად, არჩევნების შედეგი იქნება პარლამენტი, რომლის სამი მეოთხედი მთავრობის კონტროლის ქვეშაა. პატარა წარმომადგენლობა აქვს უმცირესობას - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. არის რისკი, რომ განმეორდეს ის, რაც ჩვენ ვნახეთ ქართულ პოლიტიკურ კულტურაში ბოლო 20 წლის მანძილზე - ძალაუფლების კონსოლიდირება ერთი მმართველი პარტიის ხელში. არ აქვს მნიშვნელობა, არის თუ არა დემოკრატიულად მოსული და რა არის მათი განზრახვა. ჩვენ ვნახეთ ბოლო ორ ქართულ მთავრობაში, რომ რისკებს შეიცავს ძალაუფლების მთლიანად ერთი პარტიის ხელში მოქცევა. უნდა მოხდეს დაკვირვება, რას იზამს ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობით და თუ ნამდვილად აქვთ მმართველობა საერთო ღირებულებების დაცვით,” - განაცხადა კონგრესის კვლევითი სამსახურის წარმომადგენელმა კორი უელტიმ.

დღის ამბები