07 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
ბრიტანეთი ოფიციალური დომეინების დაცვის გასაძლიერებლად ორ მილიონამდე გირვანქა სტერლინგს გამოყოფს

კიბერ თავდასხმის შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი საპასუხო დარტყმას განახორციელებს - ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა, ტექნოლოგიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ფილიპ ჰამონდის თქმით, ოფიციალური დომეინების დაცვის გასაძლიერებლად სახელმწიფო ორ მილიონამდე გირვანქა სტერლინგს გამოჰყოფს.

მინისტრის გამოსვლა დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის MI 5-ის გენერალური დირექტორის ინტერვიუს მოჰყვა. ენდრიუ პარკერი დიდ ბრიტანეთზე განხორციელებულ კიბერ თავდასხმებში რუსეთს ადანაშაულებს. მის განცხადებას გამოეხმაურნენ კრემლში. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.

დღის ამბები