07 ოქტომბერი 2024,   14:27
ვრცლად
სოჭში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები

უბედური შემთხვევა სოჭში. მცირე ზომის ვერტმფრენი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდა. იციდენტის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 6 ადამიანი. ვერტფრენი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ერთ-ერთ დამხმარე შენობას დაეცა. ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და ავტომობილები. ბორტზე სულ 6 მგზავრი იმყოფებოდა. ადგილზე სამაშველო სამსახურების იყო მობილიზებული. ამ დროისთვის უცნობია ავარიის მიზეზები.

დღის ამბები