07 ოქტომბერი 2024,   14:29
ვრცლად
ერაყის ქალაქ მოსულის მისადგომებთან ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს

ერაყის სიდიდით მეორე ქალაქის, მოსულის, მისადგომებთან ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. ერაყის არმიის შეტევის შეჩერებას დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ტერიტორიების დანაღმვით და აფეთქებების მოწყობით ცდილობენ.

სამხედროებმა მოსულის აღმოსავლეთით ტელევიზიის შენობა დაიკავეს და ტერორისტებისგან გარეუბანში მდებარე დასახლება გოჯალიც გაათავისუფლეს.

გავრცელებული ცნობით, ISIS-ის ლიდერი, აბუ ბაქრ ალ ბაღდადი, კვლავ მოსულში იმყოფება, თუმცა მისი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია.

მოსულის გათავისუფლების ოპერაცია ერაყის არმიამ და ქურთმა მებრძოლებმა 17 ოქტომბერს დაიწყეს და ქალაქთან ახლოს მდებარე ყველა სოფელი აიღეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები