07 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
ვიეტნამში კარაოკე ბარში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა

ვიეტნამში კარაოკე ბარში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლი ჰანოის ცენტრში მდებარე 8 სართულიან შენობაში დილით გაჩნდა და მეზობელ შენობებზეც გავრცელდა. დაიწვა ქუჩაში მდგარი მანქანებიც.

სამაშველო ჯგუფები ხანძრის ლოკალიზებას 5 საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ოპერაციის დროს 2 მეხანძრე დაშავდა.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია. კარაოკე ბარის დაცვის თანამშრომლის განცხადებით, თავდაპირველად ხანძარი შენობის გარეთ დამონტაჟებულ ტრაფარეტზე შენიშნეს. თუმცა მისი ჩაქრობა ვერ შეძლეს, რის გამოც ცეცხლი შენობის ყველა სართულს მოედო.

დღის ამბები