07 ოქტომბერი 2024,   14:27
ვრცლად
U2-ს სოლისტი წლის მამაკაცად დასახელდა

U2-ს სოლისტი წლის მამაკაცად დასახელდა. ეს სტატუსი ირლანდიელ მუსიკოსს ჟურნალ გლამურმა მიანიჭა, რომელიც ყოველწლიურად წლის ქალის რეიტინგს აქვეყნებს.

პირველად 36 წლის განმავლობაში სიაში პირველი ადგილი გამოცემამ მამაკაცს დაუთმო. წლის მამაკაცად ბონო საქველმოქმედო პროექტისთვის დასახელდა, რომელიც ღარიბი ქალების დახმარებას, განათლებასა და ჯანრთელობის უზრუნველყოფას ემსახურება.

56 წლის მუსიკოსმა გლამურის რედაქციას მინიჭებული სტატუსისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლას მომავალშიც გააგრძელებს.

დღის ამბები