07 ოქტომბერი 2024,   14:30
ვრცლად
რუსეთი ალეპოში 10 საათიან ჰუმანიტარულ პაუზას აწესებს

რუსეთი ალეპოში 10 საათიან ჰუმანიტარულ პაუზას აწესებს. საბრძოლო მოქმედებები ქალაქში ვლადიმერ პუტინის განკარგულებით 4 ნოემბერს შეწყდება.

რუსეთის გენშტაბის განცხადებით, 10 საათიანი ინტერვალში სამხედროები ალეპოში მოქმედ მებრძოლებს ქალაქის დატოვების საშუალებას მისცემენ. სპეციალურად მათთვის შეიქმნება ორი უსაფრთხო დერეფანი, გაყვანილი იქნება სამხედრო ტექნიკა და სამთავრობო ძალები.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი ალეპოზე მორიგ მასშტაბურ შეტევას გეგმავს. ექსპერტების განცხადებით, ეს ჰუმანიტარულ კატასტროფის ტოლფასი იქნება იმ 250 ათასი მშვიდობიანი მოქალაქისთვის, რომელიც ქალაქში იმყოფება.

დღის ამბები