07 ოქტომბერი 2024,   14:26
ვრცლად
ინდონეზიის სანაპიროსთან სამგზავრო ბორანი ჩაიძირა - დაიღუპა 17 ადამიანი

უბედური შემთხვევა ინდონეზიის სანაპიროსთან - ბატამის კუნძულთან სამგზავრო ბორანი ჩაიძირა, რომლის ბორტზეც 93 ადამიანი იმყოფებოდა. კატასტროფის შედეგად დაღუპულია 17 ადამიანი, მაშველებმა წყლიდან 39 მგზავრი ამოიყვანეს, 37-ს კი ამ დრომდე ეძებენ.

სამაშველო ოპერაციაში სანაპირო დაცვის სამსახური და მყვინთავებიც ჩაერთვნენ. ჩაძირულ ბორანს ხალხი მალაიზიიდან ბატამის კუნძულზე მიჰყავდა.

გამოძიების ვერსიით, კატასტროფა უამინდობის გამო მოხდა, რადგან ძლიერი ქარისა და ღელვის გამო ნავი რიფს შეეჯახა. 

დღის ამბები