07 ოქტომბერი 2024,   14:26
ვრცლად
3 მილიონ დოლარად შეფასებული ბიუსტჰალტერს Victoria"s Secret-ის ჩვენებაზე წარადგენენ

პარიზის ჩვენებაზე Victoria"s Secret-ის მთავარ სიმბოლოს - ძვირადღირებულ ბიუსტჰალტერს 25 წლის ჯესმინ ტუქსი წარადგენს. ახალი ბიუსტჰალტერი ამერიკელმა მოდელმა უკვე მოირგო და მედიის წარმომადგენლებსაც აჩვენა. ეგრეთ წოდებული "ფენთესი ბრა" ზურმუხტისა და ბრილიანტის თვლებითაა გაფორმებული, რომლებიც 18 კარატიან ოქროშია ჩასმული.

ბიუსტჰალტერის ღირებულება 3 მილიონი დოლარია. ამერიკული ბრენდი წლის მთავარ შოუს პარიზში გამართავს. გადაცემას 30 ნოემბერს ჩაწერენ და ტელეკომპანია CBS-ი მას 5 დეკემბერს მსოფლიოს 190 ქვეყანაში უჩვენებს.

დღის ამბები