07 ოქტომბერი 2024,   14:26
ვრცლად
ბარაკ ობამამ FBI-ს მიერ e-mail-ების საქმის ხელახალი გადახედვა გააკრიტიკა

ბარაკ ობამამ შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მიერ პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის e-mail-ების საქმის ხელახალი გადახედვის შესახებ გაკეთებული განცხადება გააკრიტიკა.

ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნამდვილი გამოძიება არა ფარულ მინიშნებებს, არამედ რეალურ ფაქტებს ეფუძნება. ბარაკ ობამამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ჰილარი კლინტონის კანდიდატურას და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატებისა და შესაძლოა, მსოფლიოს ბედი 8 ნოემბრის არჩევნებზე გადაწყდება.

განცხადება კლინტონის სკანდალური მიმოწერის ახალი დეტალების შესწავლის შესახებ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელობამ შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გააკეთა.

დღის ამბები