07 ოქტომბერი 2024,   14:29
ვრცლად
თურქეთი და ევროკავშირი თურქეთის ხელისუფლების მიერ პრესის თავისუფლების შეზღუდვაზე იმსჯელებენ

თურქეთის ხელისფლების მიერ პრესის თავისუფლების შეზღუდვა იქნება თურქეთსა და ევროკავშირს შორის მომავალი მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა-განცხადება ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.

ანგელა მერკელის თქმით, თურქეთში აზრის გამოხატვის თავისუფლება არაერთხელ შეიზღუდა და ამის ბოლო მაგალითი გაზეთ ჯუმ-ხურიეთის მთავარი რედაქტორისა და ჯურნალისტების დაკავება იყო. მან მდგომარეობას შემაშფოთებელი უწოდა და დაკავებულ ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადა. კანცლერის თქმით, ანკარის მიერ განხორციელებულმა მასიურმა დაკავებებმა შესაძლოა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარყოფითად იმოქმედოს.

დღის ამბები