07 ოქტომბერი 2024,   14:29
ვრცლად
ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი დაჯგუფების მებრძოლებს მოუწოდებს, მოსულიდან უკან არ დაიხიონ

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი დაჯგუფების მებრძოლებს მოუწოდებს, მოსულიდან უკან არ დაიხიონ. ამის შესახებ აბუ ბაქრ ალ ბაღდადმა 31 წუთიან აუდიომიმართვაში ისაუბრა.

მისი თქმით, მებრძოლებმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ ერაყის სამთავრობო ძალებს, რომლებიც ქალაქის გათავისუფლებას ცდილობენ.

ბაღდადმა მოკავშირეებს თურქეთში შეჭრისკენაც მოუწოდა. მოსულზე შეტევის დაწყების შემდეგ ეს დაჯგუფების ლიდერის პირველი მიმართვაა.

საბრძოლო მოქმედებების მიუხედავად აბუ ბაქრ ალ ბაღდადი, სავარაუდოდ, ამ დრომდე ქალაქში რჩება.

დღის ამბები