07 ოქტომბერი 2024,   14:22
ვრცლად
პაკისტანში სარკინიგზო ავარიას 18 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში სარკინიგზო ავარიას 18 ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქ კარაჩიში ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა. შედეგად ორივე შემადგენლობა ლიანდაგიდან გადავიდა და ამობრუნდა. დეფორმირებული ვაგონებიდან მგზავრები მაშველებმა გამოიყვანეს.

40-მდე დაშავებული მგზავრი საავადმყოფოში მოათავსეს. ავარიის გამო ქვეყნის მთავარ სარკინიგზო მაგისტრალზე მატარებლების მიმოსვლა დროებით შეაჩერეს. მსგავსი შემთხვევები პაკისტანში ხშირად ხდება, ვინაიდან ქვეყნის მასშტაბით მთელი სარკინიგზო ქსელი მოძველებულია და განახლებას საჭიროებს.

დღის ამბები