07 ოქტომბერი 2024,   14:20
ვრცლად
გერმანელმა სამართალდამცველებმა ბერლინში ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩაატარეს

გერმანელმა სამართალდამცველებმა ბერლინში ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩაატარეს. პოლიციამ სირიის 27 წლის მოქალაქე დააკავა. ის გერმანიაში 2015 წლიდან ცხოვრობდა და უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად, თუმცა კონკრეტულად რომელ დაჯგუფებასთან აქვს დაკავებულს კავშირი, გამოძიება არ ახმაურებს.

ტერორიზმში ეჭვმიტანილები დააკავეს ავსტრალიელმა სამართალდამცველებმაც. სიდნეიში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მათ ორი ახალგაზრდა მამაკაცი აიყვანეს. გამოძიების ცნობით, ერთ მათგანი 2013 წელს სირიაში იბრძოდა, მეორე კი ისლამურ სახელმწიფოში გაწევრიანებას გეგმავდა.

დღის ამბები