07 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
რუსეთმა ხმელთაშუა ზღვის რეგიონში მორიგი სამხედრო ხომალდი გაგზავნა

რუსეთმა ხმელთაშუა ზღვის რეგიონში მორიგი სამხედრო ხომალდი გაგზავნა. შავი ზღვის ფლოტის ფრეგატი ადმირალ გრიგორევიჩი სევასტოპოლის პორტიდან გავიდა და რამდენიმე დღეში სირიის სანაპიროზე დისლოცირებულ გემებს შეუერთდება.

პარალელურად, ამბოხებულებმა სირიაში რუსეთის ულტიმატუმის შესრულებაზე უარი თქვეს. ოპოზიციის მებრძოლები აცხადებენ, რომ არ დანებდებიან და ალეპოს რუსებს არ დაუთმობენ. მათ ქალაქის დასატოვებლად რუსეთის გენშტაბმა ვადა პარასკევამდე მისცა და მორიგი ჰუმანიტარული პაუზა გამოაცხადა. ალეპოში ცეცხლი 10 საათით ხვალ შეწყდება.

დღის ამბები