07 ოქტომბერი 2024,   14:31
ვრცლად
ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტების ორი გემი ჩაიძირა - სავარაუდოდ, 240-მდე ადამიანი დაიხრჩო

ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ორი გემი ჩაიძირა. სავარაუდოდ, დაიხრჩო 240-მდე ადამიანი. მაშველებმა ორივე ხომალდიდან მხოლოდ 31 მიგრანტის გადარჩენა შეძლეს, დანარჩენები კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევიან. მაშველებს ჯერჯერობით არცერთი ცხედარი არ უპოვიათ.

ბორტზე მყოფი ადამიანების უმეტესობა დასავლეთ აფრიკის ქვეყნების მოქალაქეები იყვნენ. წელს, ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთის მცდელობისას 4 ათას 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რაც გაეროს ვარაუდით, შესაძლოა ყველაზე დიდი რაოდენობა აღმოჩნდეს.

დღის ამბები