07 ოქტომბერი 2024,   14:28
ვრცლად
მოსულში სამთავრობო ძალებსა და ISIS-ის მებრძოლებს შორის ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს

ერაყის არმია ქალაქ მოსულში შევიდა. სამთავრობო ძალებსა და ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს შორის ინტენსიური ბრძოლა, ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარეობს.

ერაყელი სამხედრო მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ მომდევნო დღეებში მათ ბრძოლა უკვე ცალკეული ქუჩების დასაკავებლად მოუწევთ. მოსულის გათავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის უკანასკნელი ქალაქია ერაყში, რომელსაც ISIS აკონტროლებს.

დაჯგუფების ლიდერმა აბუ ბაქრ ალ ბაღდადიმ აუდიო მიმართვა გაავრცელა და მებრძოლებს მოსულის დაცვისკენ მოუწოდა. გავრცელებული ცნობით, ალ ბაღდადი ქალაქში რჩება.

დღის ამბები