07 ოქტომბერი 2024,   14:27
ვრცლად
რუსეთმა ალეპოში 10 საათით ცეცხლი ისევ შეწყვიტა

რუსეთმა სირიის ქალაქ ალეპოში ისევ 10 საათით შეწყვიტა ცეცხლი, რაც ჰუმანიტარულ მიზნებს ემსახურება. რუსეთის თავდაცვის უწყება მეამბოხეებსაც მოუწოდებს, რომ შეწყვიტონ ცეცხლი ამ დროის განმავლობაში.

მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის კი ორი ჰუმანიტარული კორიდორი გაიხსნება, ერთი სირია-თურქეთის საზღვრის, მეორე კი - ქალაქ იდლიბის მიმართულებით.

ბოლო მონაცმეებით, გასულ კვირას ავია იერიშებს ქალაქში 127 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები