07 ოქტომბერი 2024,   14:25
ვრცლად
ძლიერი აფეთქება თურქეთში - გარდაცვლილია 6 ადამიანი

აფეთქება თურქეთში. უშიშროების სამსახურის წინ მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსცხვერპლა

CNN Turk-ის ინფორმაციით, თურქეთის ქალაქ დიარბაქირის ცენტრალურ რაიონში, უშიშროების სამსახურის შენობის წინ, სადაც ძლიერი აფეთქება მოხდა, ანტიტერორისტული დანაყოფია განთავსებული.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო სამსახურები. გამოცემის ცნობით, აფეთქების შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა.

არიან დაჭრილებიც, რომლებიც ქალაქის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. CNN Turk-ის ინფორმაციით, აფეთქება ადგილობრივი დროით 08:00 საათზე მოხდა. 

დღის ამბები